“ადმინისტრაციას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის, თუ რას ეფუძნება ასე უაპელაციოდ, ხმამაღლა გაკეთებული შეფასება, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული” - გიორგი კალანდარიშვილი
ადმინისტრაციას, ამ შემთხვევაში, ჰქონდა და აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნება მათი შეფასებები და ასე უაპელაციოდ, ხმამაღლა გაკეთებული შეფასება, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი მტკიცებულებები ვერც იარსებებს იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ამ ბრალდებებში გაჟღერებული დარღვევები.
„როდესაც ასეთი ინსტიტუტი აკეთებს ასეთ შეფასებას, ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, ვინაიდან ასეთი ტიპის შეფასებებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეარყიოს, ზოგადად, ნდობა. მნიშვნელოვნად შეუძლია დააზიანოს წინასაარჩევნო პერიოდი“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე