“12 წელია „ქართული ოცნების“ ხელშია ყველაფერი და ვინ დაიჯერებს იმას, რომ დღეს აღმოაჩინეს კორუფცია - არა, დღეს არ აღმოუჩენიათ, დღეს გამძაფრდა მათ შიგნით დაპირისპირება, რადგან არასწორ გზას დაადგნენ” - ლევან ცუცქირიძე
ამ დაპირისპირებას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინტერესებთან. სამწუხაროდ, ეს არის არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ბანდიტური დაპირისპირება, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებზე საუბრისას განაცხადა, რომელთაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც არ დაიჯერებენ, რომ პარტია 12 წლის შემდეგ მოულოდნელად მიხვდა კორუფციის არსებობას.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა. ალბათ, თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც არ სჯერათ, რომ რაც ახლა ხდება იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა ან ირაკლი კობახიძემ, რომ თურმე, სადღაც კორუფცია ყოფილა და ახალა დაუნდობელი ბრძოლა უნდა მოაწყონ. არავინ არ უნდა მოიტყუოს თავი, ეს არის ამ პოლიტიკურ დაჯგუფებაში შიდა დაპირისპირება - ფულისა და ძალაუფლების გამო. ამ დაპირისპირებას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინტერესებთან. სამწუხაროდ, ეს არის არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ბანდიტური დაპირისპირება.
12 წელია ამ პარტიის ხელშია ყველაფერი. ერთპარტიული სისტემა აქვთ, მთელი ქვეყანაა ამათ ხელში და ვინ დაიჯერებს იმას, რომ დღეს აღმოაჩინეს კორუფცია. არა, დღეს არ აღმოუჩენიათ კორუფცია. დღეს გამძაფრდა მათ შიგნით დაპირისპირება, რადგან არასწორ გზას დაადგნენ“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
ამასთან, მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არც საშინაო, არც საგარეო ლეგიტიმაცია აქვს, შესაბამისად, მისი თქმით, ვერც ერთი კანდიდატი რეალობას ვერ შეცვლის.
„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ვინც არ უნდა დაასახელონ, ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომლის წინაშეც დღეს „ქართული ოცნება“ დგას. ბიძინა ივანიშვილმა კანდიდატად ცხენი რომ გამოიყვანოს და თქვას, ეს იქნება ჩემი წარმომადგენელიო, დაწერენ იმ რიცხვს, რაც უნდათ. ეს არჩევნები არ იქნება შეჯიბრება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს პოპულარობას, უფრო სხვა საკითხებს აქვს მნიშვნელობა. ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არც საშინაო და არც საგარეო ლეგიტიმაციას აქვს, ამას ვერანაირი კანდიდატი ვერ შეცვლის“,- განაცხადა ცუცქირიძემ.
როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ის დარწმუნებულია, რომ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაც მოხდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც და ძალაუფლების დათმობაც. ოღონდ ეს მოხდება არა ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ რაღაც ფარსის შედეგად, არამედ სახალხო წინააღმდეგობის შედეგად“,- განაცხადა ცუცქირიძემ.
სიახლეები
- ძაძიკი
- სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
- “ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას” - ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ისევ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება რთული ყოფილა და ისევ მოითხოვა რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტა
- “სანქციები, რომელსაც ისინი რუსებს უწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ - ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ” - დონალდ ტრამპი ევროპაზე