“ვაპირებ, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილს გავუგზავნო, რადგან ეს არის მისი მმართველობის ანატომია” - თეა წულუკიანი
ვაპირებ, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილს გავუგზავნო, რადგან ეს არის მისი მმართველობის ანატომია, ეს არის ბოროტებების ნუსხა, ბევრი სიცრუე, რაც მან საზოგადოებას აკადრა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ფურცელზე, რომელიც „ვარდების რევოლუციას “ ეხება, ძალიან ნათლად იქნება წარმოჩენილი ფაქტებზე დაფუძნებით, რომ ძალიან ბევრი ხნით ადრე მზადდებოდა მისი საქართველოს თავზე დასმა და იმედი მაქვს, რომ ის ამ დასკვნას ცალი თვალით გაეცნობა. ამ დასკვნის შედეგად ის და ვერც მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ვერ შევლენ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებლებად. ვფიქრობ ეგ მათთვის სამართლიანი და ამავე დროს ძალიან მტკივნეული იქნება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე