“უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი არის საუკეთესო საწვავი, რომელსაც გარე ძალები უსხამენ ჩვენს ოპოზიციას იმისათვის, რომ როგორღაც ამომრჩეველი განარისხონ ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს როგორც წესი ხდება არჩევნების წინ” - თეა წულუკიანი
ნებისმიერი საბაბი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი არის საუკეთესო საწვავი, რომელსაც გარე ძალები უსხამენ ჩვენს ოპოზიციას იმისათვის, რომ როგორღაც ამომრჩეველი განარისხონ ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს როგორც წესი ხდება არჩევნების წინ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„დღეს არ არის 2003 წელი, დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა იმისთვის, რომ კონსტიტუციური წყობილება ვერ მოყანყალდეს და ვინც ამას გეგმავს, მან სცენარი, რეჟისორი და აზრები უნდა შეცვალოს. დღეს ძველი სცენარები აღარ ამართლებს. თუმცა, უვიზო რეჟიმი თუ გაუქმდება, ეს ორივე მხარისთვის ძალიან ცუდი იქნება, პირველ რიგში – მათთვის“, – აღნიშნა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე