“ჩვენ ამ ეტაპისთვის გაძლიერებული ვართ, როგორც სახელმწიფო და ამას ხედავს ხალხი, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს იქცევა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე” – ყაველაშვილი
“ჩვენ ამ ეტაპისთვის გაძლიერებული ვართ, როგორც სახელმწიფო და ამას ხედავს ხალხი, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს იქცევა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“ხალხი შეგნებით შეხვდა ამ ყველაფერს, გაიგო, რომ იძულებული იყო, რომ სხვანაირად მოქცეულიყო ხელისუფლება და ამ არჩევნებში ეს დამტკიცდა და კვლავ მისცეს მას შესაძლებლობა, რომ მართოს ქვეყანა. ეს არის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ლეგიტიმაცია “ქართული ოცნებისთვის”, “ქართულმა ოცნებამაც” დადო დაპირება, რომ ის ყოველთვის იმოქმედებს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ეს არის ნიშნული. რადგან ვმართავთ ქვეყანას ჩვენი ხალხის ლეგიტიმაციით და ვიცავთ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, ამის ზემოთ, ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ნებისმიერი საკითხი”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სიახლეები
- “2025 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა” - „საქსტატი“
- საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
- გერმანიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- “ევროპა რუსეთის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი არ არის” - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
- ძაძიკი