“ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, უახლოეს მომავალში გვექნება ოფიციალური წარდგენა” – კახა კალაძე
“ქალაქის მოქმედი მერი ვარ, ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ღიად ისაუბრა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მზადება, მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში. კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს საუბარი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, რომელიც აწუხებს თბილისი მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- “2025 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა” - „საქსტატი“
- საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
- გერმანიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- “ევროპა რუსეთის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი არ არის” - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
- ძაძიკი