“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ჯანსაღი არჩევნები, თუ ვინმეს უნდა, დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს მასში კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა” - პრემიერი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია მონაწილეობას, შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა, დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მასში კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკური შინაარსის არჩევნებად არ ითვლება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია რა არის – იზრუნო ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე, წყალმომარაგებაზე და ა.შ. არის კონკრეტული ფუნქციები, რომელთა განხორციელებითაც არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობა. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება თუ უნდა ვინმეს რაღაც დელეგიტიმაციის ფონის შესაქმნელად, ეს აბსოლუტურად უსუსური მცდელობაა, რადგან ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასეც და ისეც, ეს იქნება აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მასში კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ორ პარტიას, ეს არის „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“, რომელთა წარმომადგენლებიც არიან დღეს საპატიმროში, ისინი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ამიტომ მხოლოდ ორი პოლიტიკოსია, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა და აქვს მიზანი, რომ მათმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის ხაზარაძე და ჯაფარიძე. როცა კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები განაზოგადებენ ამ ჩამონათვალსაც, ეს მარტივი მანიპულაციაა, მხოლოდ ორ პოლიტიკოსზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის ხაზარაძე-ჯაფარიძე. მათაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, არ აღიარეს არც პარლამენტი, არც საგამოძიებო კომისია, დღესაც არიან იგივე რეჟიმში, არც პრეზიდენტს აღიარებენ. ახლა ეგ როგორ გინდა, თან პირდაპირ, უხეშად კანონმდებლობა დაარღვიო, დანაშაული ჩაიდინო და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო, ეს აბსოლუტურად არასწორი მოლოდინია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა