“გახარიას თავისი ინტერესები აქვს, რომ უსამშობლოებთან ერთად ქვეყანა არიოს” - ირაკლი ზარქუა
,,რა ქნას, გიორგი გახარიამ, ჯერ აქ იძველბიჭა და გულზე მჯიღს იცემდა, ვითომ, მაგარი ბიჭი, პატრიოტია, მაგრამ როცა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დავიბარეთ, გაიქცა და ონლაინ ჩართვებით ევროპიდან გველაპარაკება”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას ინტერესი ქვეყნის არევაა.
„გახარიას თავისი ინტერესები აქვს, რომ უსამშობლოებთან ერთად კოალიციაში ქვეყანა არიოს. მისი ამოცანა ესაა. ვწუხვარ, რადგან მასზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა. უმრავლესობის სხდომაზე გვიმტკიცებდა, მელია უნდა დავიჭიროთო და მეორე დღეს გადადგა, ვერ დავიჭერო. აღმოჩნდა, რომ საელჩოდან დააშინეს. დასრულებულია მისი იმიჯი, როგორც პოლიტიკოსის. დანარჩენი, იქით-აქეთ ირბინოს“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე