ამ გვერდის ამობედვა

“თვითმმართველობის არჩევნებზე: ვინმეს თუ უნდა აგვისტოში ზღვაზე წასვლა, წავიდეს, დაისვენოს, ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ” - ირაკლი კუპრაძე

ჩვენ მათ [ოპოზიციას] არ ვპასუხობთ არც საპასუხო კრიტიკით და არც რაიმე ტიპის საპასუხო ბრალდებებით, მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია. თუ ისინი აპირებენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციად ფორმირდნენ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ვართ ივანიშვილის ოპოზიცია და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე ბრძოლას აპირებენ.

 

„ვინმეს თუ უნდა აგვისტოში ზღვაზე წასვლა, წავიდეს, დაისვენოს, ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ, მათ შორის, საარჩევნო უბნებზე, სოფლებში, ქალაქებში, რიგ მუნიციპალიტეტებში და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ძალები გავაერთიანოთ და მოქალაქეებს, მათ შორის, იმ ჩუმ უმრავლესობას, რომელიც რეპრესიის ქვეშ არის, მივცეთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, განსაკუთრებულად დედაქალაქში, სადაც 66% პროდასავლური ოპოზიციის მხარდამჭერია და 25% უჭერს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ამ შანსის ხელიდან გაშვება დიდი შეცდომაა“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

წაკითხვა 469 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 17 2025