“რითაც არ უნდა დამემუქრონ – ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილების მომავალს, ღირსეულ მომავალს – არ დავთმობ არაფრის ფასად” - მამუკა მდინარაძე
“გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ, ვისაც გვინდა, დავაფინანსებთ. არ გეცოდინება შენ! შენ ვინ გეკითხება, ჩვენ ვის დავაფინანსებთ გარედან?! არავინ აღარ შეგეკითხება! ამერიკას შეუძლია, შენ – ვერა, გეუბნებიან. სხვა რაღაცებს შორის გეუბნებიან: გააუქმე კანონი, რომელიც შეეხება არასრულწლოვანების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს, თორემ შევწყვეტთ ვიზალიბერალიზაციას” – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, “მე რომ პოლიტიკაში არ ვიყო და გარედან ვუყურებდე ამ ყველაფერს – გულწრფელად გეუბნებით, რაც არ უნდა დამემუქრონ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებს და შვილების ღირსეულ მომავალს არაფრის ფასად არ დავთმობ”.
მისი თქმით, ეს არის შანტაჟი და ქართველი ადამიანი, ასეთ შანტაჟს არ წამოეგება და ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ღირსეულ მომავალზე წინ არაფერს დააყენებს.
„გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ, ვისაც გვინდა, დავაფინანსებთ. არ გეცოდინება შენ! შენ ვინ გეკითხება, ჩვენ ვის დავაფინანსებთ გარედან?! არავინ აღარ შეგეკითხება!
ამერიკას შეუძლია, შენ – ვერა, გეუბნებიან. სხვა რაღაცებს შორის გეუბნებიან:
გააუქმე კანონი, რომელიც შეეხება არასრულწლოვანების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს, თორემ შევწყვეტთ ვიზალიბერალიზაციას.
რომ დარწმუნდეთ, ამაში დარწმუნება არ შეიძლება, შანტაჟია ჩვეულებრივი, მაგრამ დავუშვათ თეორიულად, თუნდაც პრაქტიკულად – რომც დარწმუნდეთ, რომ ეს ასეა – თქვენ რომელს ირჩევთ?
შეუძლებელია ქართველმა კაცმა – მე რომ საერთოდ პოლიტიკაში არ ვიყო, ჩემი აზრი ასეთია, მე რომ ვიყო ამ ყველაფრის გარედან მაყურებელი, გულწრფელად არ დავფიქრდებოდი: რითაც არ უნდა დამემუქრონ – ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილების მომავალს, ღირსეულ მომავალს – არ დავთმობ არაფრის ფასად.
პოპულისტურია? შაბლონურია? თუნდაც ასე იყოს, პოლიტიკოსი რომ იჯდეს ტელევიზორში და ამაზე ლაპარაკობდეს პოპულისტური მიზნებისთვის, ესეც გადავდოთ. რეალურად რა ხდება? ვთმობთ თუ არა?!
სულ რომ რეალურად დადგეს დღის წესრიგში –ამ ორ რაღაცას სასწორზე ვდებთ!
ვთმობთ თუ არ ვთმობთ?! და რასაც გაიფიქრებს თითოეული ქართველი – ის არის ჩემი პასუხიც. არ არის სწორი მოცემულობა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ფიქრობს ასე. შეიძლება რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველიც ასე ფიქრობდეს, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, მაგრამ მას დააჯერეს, რომ რაც შენ კითხულობ, ეს ასე კი არ არის, აქ სხვა რამე წერია და სინამდვილეში სხვა რამე ხდება. ამისთვის საქართველოში იხარჯებოდა –არა ერთეული, არა ათეული, არამედ ასეულობით მილიონი დოლარი.
მერე, საბედნიეროდ – დამთხვევა იყო თუ რაც იყო , აშშ-ის USAID-ის გაუქმება და ა.შ. ბევრი რაღაც დაგვემთხვა, დაგვეწია და ამიტომაა ახლა მშვიდი სიტუაცია. თორემ აშშ-ში იგივე ადმინისტრაცია რომ იყოს – იგივე ტურბულენტობა იქნებოდა, იგივე გამოსვლები. პირდაპირ პროპორციულია, რამდენი ფულიც შემოუშვეს ქვეყანაში – იმხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი რაღაც თემებზე. ფული დაიკეტა – პროტესტიც ჩაიფარცხა. ამიტომ იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი მოჰყვა სწორედ იმ გამჭვირვალობის კანონს,
სადაც მხოლოდ და მხოლოდ ეწერა: რასაც მიიღებდნენ – ის დაედეკლარირებინათ”.- განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე