“ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან, უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა” - ირაკლი კობახიძე
როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის ელჩის განცხადებას ეხებოდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბრიტანეთის ელჩის განცხადება არის დეზინფორმაციით გაჯერებული.
„როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. დიდ ბრიტანეთში არის სერიოზული პრობლემები მედიაპლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, „დიფ სთეითის” გავლენის კუთხით მედიაზე, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- “2025 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა” - „საქსტატი“
- საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
- გერმანიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- “ევროპა რუსეთის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი არ არის” - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
- ძაძიკი