“თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან” - მამუკა მდინარაძე
ნოდარ მელაძეს თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ აინტერესებს, რაც „ტვ პირველს“ უთქვამს, რაც მაგათ გაუკეთებიათ თორნიკე რიჟვაძეზე და ხაზგასმით ვამბობ – რაც დაუბრალებიათ, ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს – ასეთ გაწიწმატებულ ხალხს, რა თქმა უნდა, გავცემ პასუხს და საღამომდე შევეცდები, გავუგზავნით და გამოვაქვეყნებთ საღამომდე. რაც დაუბრალებიათ ზოგადად „ნაცმედიიდან“, ყველაფერს გავუგზავნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რიჟვაძისთვის მმართველი გუნდიდან კორუფცია და მით უფრო ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი ბრალდებები საზოგადოებას სწორედ ოპოზიციური მედიის მხრიდან ახსოვს.
„თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუვალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც მან წერილში დაწერა და როგორც ჩანს, მისი წერილია, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც ჩვენ საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს