“ეს არის იმის წარმოსახვის მცდელობა, თითქოს რადიკალურ ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“ - შალვა პაპუაშვილი
„ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოსახვის მცდელობა, თითქოს რადიკალურ ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“. სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი – „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 2 აცხადებს, რომ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 2 კი ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს ჩააჩოჩეს, გააქრეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართველ ხალხს კვლავ გარედან დადგმული სცენარით აჩვენონ, რომ მოვიდა რაღაც ახალი ძალა, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ კავშირში არ არის. შეგახსენებთ, გახარიას დღესაც აქვს კოალიციები თვითმმართველობის დონეზე ოთხ მუნიციპალიტეტში, „ლელოს“ წევრები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, სხვა კავშირებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს არის მცდელობა, რომ ბრენდი „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის თვალს მოაცილონ და აჩვენონ, თითქოს რაღაც სხვა ძალა არის. ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე