“ყველა, ვინც ცდილობს, საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს” – შალვა პაპუაშვილი
“ყველა, ვინც ცდილობს, საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მინდა, შიგნითაც და გარეთაც ყველას ვუთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ღირებულებითი კოლაფსია ზოგიერთების თავში ევროპაში თუ თბილისში მათი მარიონეტების სახით, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ებრძვიან. ანუ არ აძლევენ საშუალებას მოქალაქეებს, აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა მისი წარმომადგენლების არჩევაში. ეს არის კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ეს არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე. ამიტომ ყველა, ვინც ცდილობს, საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე