“ზურაბიშვილის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება – თავს და ბოლოს ვერ გაუგებ” - გურამ მაჭარაშვილი
„ზურაბიშვილის არასრულფასოვანი გამოსვლა მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ნაციონალურ მოძრაობასა და მის ფილიალებში,” – ასე აფასებს ექსპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმას, რაზეც ზურაბიშვილი საუბრობს, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
„ზურაბიშვილს რაც შეეხება, ძალიან რთულია სერიოზული განცხადებების გაკეთება. ამ ქალის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება – თავს და ბოლოს ვერ გაუგებ, ლოგიკას ვერ ჩასწვდები და ქართულს ვერ მიხვდები. რაზეც ის საუბრობს, იმას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
მე როგორ შევძლო ზურაბიშვილის განცხადების განმარტება, როცა თავად ნაცმოძრაობასა და მის ფილიალებში ვერ იგებენ მის ნათქვამს. ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი გამოდის და მოსწონს, მეორეს – არა, მესამე ნეიტრალურ პოზიციაზეა და ა.შ.
თავად ზურაბიშვილის ეს არასრულფასოვანი გამოსვლა მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ნაციონალურ მოძრაობასა და მის ფილიალებში. მდგომარეობა კი, ძალიან რთულია, იმიტომ, რომ რესურსი არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ათასობით მხარდამჭერი და ასი ათასობით ამომრჩეველი ჰყავთ, რაც 2024 წლის არჩევნებმაც დაადასტურა, რევოლუციის რესურსი არ აქვთ – არეულობას მხარს არავინ უჭერს. მათივე ამომრჩევლის მინიმუმ 90 % ამ რევოლუციურ პროცესს ემიჯნება,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში ოპოზიციას არც მონაწილეობა აწყობს და არც ბოიკოტი. ორივე შემთხვევაში მხოლოდ ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი იხარჯება, რაც სინამდვილეში პროტესტს უნდა მოხმარდეს.
სიახლეები
- “ეს ადამიანები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ” - კახა კალაძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე
- შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- “მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ - არ გამოვა ეს” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ელენე ხოშტარია დააკავეს
- “2025 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა” - „საქსტატი“