“შავი ფულის ტრიალი იყო წინასაარჩევნოდ და ახლა ერთმანეთს ამხელენ” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე
“წინასაარჩევნოდ “კარენოი ნაცებისგან” არ გაგვიგია არაფერი, ხმა არ ამოუღიათ, რომ მოქრთამვას აქვს ადგილი. ე.ი. ფული აიღეს,” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ,,ლელოსთან” დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გაკეთებულ განცხადებას.
ზარქუას თქმით, საეჭვოა ის, რომ წინასაარჩევნოდ, “ნაციონალური მოძრაობას” ამ ფაქტების შესახებ არ განუცხადებია.
“ჩვეულებრივი, შავი ფულის ტრიალი იყო წინასაარჩევნოდ და ახლა ერთმანეთს ამხელენ. კუპრაძეს მანქანა აჩუქეს – ეს არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის, რადგან ყველანაირი ღირებულებებისგან და ავტორიტეტისგან დაცლილი პოლიტიკოსები ჰყავთ. წინასაარჩევნოდ “კარენოი ნაცებისგან” არ გაგვიგია არაფერი, ხმა არ ამოუღიათ, რომ მოქრთამვას აქვს ადგილი. ე.ი. ფული აიღეს. არც ხაზარაძის კრიტიკა მომისმენია “ნაცებისგან”. აქამდე ფულს იღებდნენ მშვენივრად და ხმა არ ამოუღიათ – მაშინ გამოეცხადებინათ, თუ სამართლიანები და ობიექტურები არიან. ეთქვათ, რა ფულს გვთავაზობთ, ძმაო, გაჩუმებისთვის? ახლა რატომ აყაყანდნენ? ა, იმიტომ რომ ჩარეცხეს,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ,,ნაცმოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ, „ლელო“ მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის” წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.
სიახლეები
- “ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის, ჩვენი თემაა, გავაცოცხლოთ წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას” - სალომე ზურაბიშვილი
- “ღირებულებითი აღრევა – სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ” - შალვა პაპუაშვილი
- “ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა” - შსს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს