“ექვს დიდ ქალაქში ვიომოთ, დანარჩენებში – ბოიკოტი, საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო” - ალეკო ელისაშვილი
ექვს დიდ ქალაქში ვიომოთ, დანარჩენებში – ბოიკოტი, საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ერთ მუშტად შეკვრა სჭირდება.
„კომპრომისებისთვის მზად ვართ. მარტო თბილისში, გვინდა, ვიომოთ? ვიომოთ. არ მივართვათ თბილისი ლანგრით. ჩემი იდეალური სცენარია ექვს დიდ ქალაქში ვიომოთ, დანარჩენებში ბოიკოტი, საერთო კანდიდატები, ყველანი ამ საერთო კანდიდატებისთვის დარაზმონ. თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო. არ გვინდა ასე კატეგორიულად ლაპარაკი, ყველანი განსაცდელში ვართ, კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღოთ, შევთანხმდეთ. ერთობა, ერთ მუშტად შეკვრა გვჭირდება. მაგიდაზე ვდებთ კომპრომისულ ვერსიებს – 63 მუნიციპალიტეტში ბოიკოტი, თბილისში ბრძოლა, დანარჩენ საქართველოში ბოიკოტი, ექვს ქალაქში ბრძოლა. ემოციები გადავდოთ და ბრძოლის სტრატეგიაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს