“გახარიას პარტიაში რღვევა დაიწყო მაშინ, როცა შექმნა პარტია“ - გურამ მაჭარაშვილი
,,გახარიას პარტიაში რღვევა დაიწყო მაშინ, როცა შექმნა პარტია”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, პარტია „გახარია საქართველოდან“, ელგუჯა ხოკრიშვილის წასვლაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას პარტიას ერთიანობა ვერასდროს ექნება.
„გახარიას პარტიაში რღვევა დაიწყო მაშინ, როცა შექმნა პარტია. თავის წარმომადგენელზე თქვა, დამავიწყდა, სიაში ვერ ჩავსვიო, იქ ვიღაც არ გაითვალისწინა. როგორც კი შექმნა პარტია, მაშინვე წავიდნენ ვიღაცები, მათ შორის, ლიდერები, იმიტომ რომ შეუთანხმებლობა იყო, რადგან გახარიაა ასეთი ბუნების ადამიანი. მას უნდა რომ ქორწილში იყოს ნეფე ყოველთვის, ისე არ მივა არც ერთ ქორწილში. ეს ასე არ ხდება. ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარეობს რომ მათთან ვერასდროს იქნება ერთიანობა. დარწმუნებული ვარ, ხოკრიშვილი არ იქნება გამონაკლისი, როდესაც მისი პარტიის წევრები დატოვებენ პარტიას,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობა დაიწყო, მისი და გახარიას პარტიის პოლიტიკური გზები გაიყო. მისივე თქმით, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ამ არჩევნებში მონაწილეობის კატეგორიულად წინააღმდეგია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე