“მადამ ფრანცუჟენკას გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე” - ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე
“მადამ ფრანცუჟენკას გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე. ერთი ვიცით, სადაც თხრის, იქ თხრის, მაგრამ რას თხრის, გაგვაგებინოს”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ზარქუამ თქვა, “გუშინ ვნახეთ გაკოტრებული რადიკალები, რომლებიც საპროტესტო აქციისთვის კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ და 2 000 ადამიანი ძლივს შეკრიბეს, სადაც ჟურნალისტები და პოლიციელებიც იყვნენ”
“ეს აჩვენებს, რომ გაკოტრებული არიან და მოქალაქეებს ვერაფერს სთავაზობენ. მოქალაქეებს ვეღარ ატყუებენ, ახალგაზრდებიც გაემიჯნენ. ვინც მათთან დგას, დაქირავებულები, აქტივისტები არიან. აგერ, გვირგვინი მადამ ფრანცუჟენკაა. რა უნდოდა? მისი გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე. იქ ვინც იყო, სტვენა იმიტომ დაიწყო, რომ ვერ გაიგეს, რა უნდოდა. ერთი ვიცით, სადაც თხრის, იქ თხრის, მაგრამ რას თხრის, გაგვაგებინოს. ჯერ ბოიკოტისკენ მოუწოდა, შემდეგ თქვა, ბოიკოტი შედეგს არ გვაძლევსო, ამ ხალხს აბნევს. ცხვირ-პირი მერამდენედ უნდა წაიმტვრიონ და მერამდენედ უნდა შერცხვეთ? ხელმოცარულებს აფინანსებენ და არ დაიღალნენ? ისე მაინც გააკეთონ, რომ პოლიტიკური სცენიდან ჩუმად გავიდნენ. დაფინანსებულები არიან და ბანცალ-ბანცალით უნდა გამოვიდნენ“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე