“უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა” – ზარქუა
“უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ, ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა, ეს ნონსენსია”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ადამიანი შიმშილობს იმიტომ, რომ დანარჩენმა ოპოზიციონერმა რადიკალებმა მონაწილეობა არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს სიგიჟეა, გაგიჟებულები არიან. რას ჩადიან, ვერ გავიგეთ. წარმოიდგინეთ, ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ ქვეყანა ემართათ. მათი მართული ქვეყანა 2012 წლამდე ვნახეთ – დაქუცმაცება, შანტაჟი, მიყურადება, ომი, უბედურება, ტრაგედია. ეს მათი ხელწერაა და ვნახეთ. წარმოიდგინეთ, ამ არაადეკვატურებს რომ მისცე სახელმწიფო სამართავად. რას ვართ გადარჩენილი. ის კაცი მეცოდება, გვერდით რომ მიუჯდა – გედი. გაუგებრობაშია და ვინმემ უთხრას, რომ აქ სხვა რამეშია საქმე. ადექი, შე კაცო, არ დარჩე ისე, ნაშიმშილარი“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს