“ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ” - ირაკლი კობახიძე
საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებთ ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია. საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებთ ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, გამოვიყენოთ და ამას ემსახურება ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩამოვთვალე – ავტომაგისტრალების მშენებლობა, რკინიგზის განვითარება, საზღვაო პორტების განვითარება, აეროპორტების მშენებლობა. ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენ ორი კვირის წინ გავხსენით თბილისის მშრალი პორტი, რომელიც შეიქმნა არაბული ინვესტიციით. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- “ეს ადამიანები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ” - კახა კალაძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე
- შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- “მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ - არ გამოვა ეს” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ელენე ხოშტარია დააკავეს
- “2025 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა” - „საქსტატი“