“ძალიან ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ” - ეკა სეფაშვილი
„ერთადერთი, რაც საქართველოში ხდება, ესაა კანონის პატივისცემა და მოსახლეობის და პოლიტიკოსების შეჩვევა იმასთან, რომ პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია,” – განაცხადა „ხალხის ძალის” საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა, საქართველოს შესახებ ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე, სადაც განიხილებოდა საკითხი სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება”.
„ძალიან ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ, როცა პოლიტიკოსები სრულიად აბსურდულ თემებზე ვითომ სერიოზული სახეებით საუბრობენ.
ერთადერთი, რაც საქართველოში ხდება, ესაა კანონის პატივისცემა და მოსახლეობის და პოლიტიკოსების შეჩვევა იმასთან, რომ პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას იმისთვის სჯიან, რომ კანონს იცავს. „ფაქტობრივად განხილვების შინაარსში რომ შევიდეთ, გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობას და ზოგადად ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოში კანონი დაცულია და მოდი, ამის გამო საქართველო დავსაჯოთ. ისინი სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებას ცდილობენ, რაც დაუშვებელია,” – დასძინა ეკა სეფაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე