“„ლელოს“ ამომრჩეველს ასახსნელი რამე-რუმეები აუხსნას ხაზარაძემ, რომელიც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი იპოვა ციხეში” - თეა წულუკიანი
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტში ის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს წარმოადგენს და არაფერი აქვს ასახსნელი „ლელოს“ ამომრჩევლისთვის.
როგორც წულუკიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, „ლელოს“ ამომრჩეველს ძალიან ბევრი რამ თვითონ „ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილმა უნდა აუხსნას, თუმცა მათ თავშესაფარი ციხეში იპოვეს“.
„მე წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, პარლამენტში მე წარმოვადგენ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს და არაფერი არ მაქვს ასახსნელი ოპოზიციის ამომრჩევლისთვის. „ლელოს“ ამომრჩევლისთვის მე არაფერი არ მაქვს ასახსნელი. „ლელოს“ ამომრჩეველს ასახსნელი რამე-რუმეები აუხსნას ხაზარაძემ, რომელიც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი იპოვა ციხეში. რათა მას ამომრჩეველთან არ ჰქონდეს პასუხი საგები. ის შეგნებულად წავიდა თუ არა ციხეში მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ის შეგნებულად არ მოვიდა კომისიის სხდომაზე. როდესაც ისმის ამდენი საყვედური, რომ მოქალაქეები ამბობენ თითქოს მონაწილეობდა რეკეტში, რომ იყო კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ბიზნესმენების დასატერორებლად – პირადად ხაზარაძე და ჯაფარიძე. როდესაც არ გიჩნდება სურვილი, რომ მოხვიდე და ეს გააბათილო, ეს მინიმუმ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს „ლელოს“ ამომრჩეველშივე. ამიტომ, მე მათთვის არაფერი არ მაქვს ასახსნელი. ასახსნელი ძალიან ბევრი თვითონ ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილს აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე