“ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის; მისგან წაქეზებული ადამიანები რომ ჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე” – პაპუაშვილი
“ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან და მისგან წაქეზებული ადამიანები რომ ჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის არჩევანს არ აღიარებს, ახალი არაფერია.
“არ ყოფილა საპარლამენტო არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული, რომელიც აღიარეს. 2012-ში რამდენიმე დღე დასჭირდათ და ამერიკელ სენატორთან სააკაშვილის დახურულ კარს მიღმა საუბარი რომ ეღიარებინათ არჩევნები, 2016 წელს რამდენიმე კვირა, 2020-ში ერთი წელი, 2024-შიც იგივე კინოს დადგმას შეეცადა ოპოზიცია. ამაში გადამწყვეტი იყო ის, რომ უცხოეთიდან აგულიანებდნენ.
11 ნოემბერს იყვნენ აქ ჩამოსულები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები და გახსოვთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი გამოვიდა და ნახა რა თავისუფალი რუსთაველი მოუწოდებდა ხალხს, გამოდით გარეთ, გაიმეორეთ მაიდანი, მოუწოდებდა ძალადობრივი სცენარის გამეორებისკენ. ეს არის სწორედ წაქეზება. როდესაც დადიხარ უცხოს ჭკუაზე და არა საკუთრის, ასეთი შედეგი დგება. ისინი ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან და მისგან წაქეზებული ადამიანები რომ სჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს