“ოპოზიციის წევრები ლეგიტიმაციას მხოლოდ უცხოეთში რომ ეძებენ, ეს არის სწორედ უცხოური აგენტურა” - გურამ მაჭარაშვილი
„არც თინა ბოკუჩავას და არც „ნაცმოძრაობას“ აღარაფერი უშველის, მსოფლიო პოლიტიკაც იქით მიდის, რომ პრაქტიკული პოლიტიკის დრო მოდის,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„დაე, ამ აღქმებში იყვნენ. წელს ის წელი იქნება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფილიალებით, პოლიტიკურად აუცილებლად დასრულდება. უცხოეთში ნახეს, რომ ესენი არაფრის მაქნისები არ არიან, არც რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ და არც არაფრის. მით უმეტეს, პოლიტიკის. ისინი ლეგიტიმაციას მხოლოდ უცხოეთში რომ ეძებენ, ეს არის სწორედ უცხოური აგენტურა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე