“გვაქვს მოლოდინი, რომ ურთიერთობები ისეთ ფაზაში გადავა, სადაც სახვეწარი აღარ გაგვიხდება მოქალაქეებისთვის ვიზები, პირდაპირი ფრენები და აქ დავრწმუნდებით, რომ მართლაც გადაიტვირთა ურთიერთობები” - მამუკა მდინარაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე
„ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „განცხადებები არავის არაფერში სჭირდება, მთავარია ქმედითი შედეგები და საქმე“.
მდინარაძის თქმით, „ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ საუბარი. რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები გვითხრან, ჩვენ ამ სიტყვებზე არ ვიქნებით აწყობილები, ჩვენ ავეწყობით იმაზე, რას გააკეთებს მეგობარი ქვეყანა საქართველოსთვის“.
„რაც შეეხება საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე. ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ დეკლარირებით, წარსულში ჩვენ ასეთი ბევრი გვახსოვს, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებები და ა.შ. თუმცა, არც ახლა და არც მაშინ არც უვიზო მიმოსვლა გვაქვს ამ ქვეყანასთან, არც პირდაპირი ფრენები გვაქვს და ის კი არა, რეგიონშიც კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ვიზების გაცემით საქართველოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ საუბარი. რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები გვითხრან, ჩვენ ამ სიტყვებზე არ ვიქნებით აწყობილები, ჩვენ ავეწყობით იმაზე, რას გააკეთებს მეგობარი ქვეყანა საქართველოსთვის. მეგობრობის ხარისხიც ამით განისაზღვრება და როდესაც ელჩი ინიშნება დღეს უკვე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები ისეთ ფაზაში გადავა, სადაც ჩვენ სახვეწარი აღარ გაგვიხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა და აქ დავრწმუნდებით, რომ მართლაც გადაიტვირთა ურთიერთობები. განცხადებები არავის არაფერში სჭირდება, მთავარია ქმედითი შედეგები და საქმე“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე