“სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მყავს?! გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია” - მამუკა მდინარაძე
“სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მელია მყავს?!” – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას, დაუფასდა თუ არა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს ამ თანამდებობაზე დანიშვნით ნიკა მელიას “გატაცება”.
მისი განცხადებით, ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალიზმი და სამშობლოს ერთგულება, რაც შეეხება გატაცებას, ეს ბოლო დროის ახალი მესიჯია.
“შეცდომებს უშვებთ, ასობით [პოლიციელი] იყოო, “ტვ პირველი” აცხადებდა და ახლა გახდა ათობით? ორ კვირაში რამდენიმე ერთეული გახდება. სისულელეს მეკითხებით. ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალობა, სამშობლოს ერთგულება, ღირსეული ადამიანობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ზედმიწევნით სწორად შესრულება და ის, რომ გელა გელაძემ იფიქრა, ეს არის კარგი მენეჯერი, პროფესიონალი პოლიციელი, თავისი სამშობლო უყვარს და დანიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე. გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია: იმის ქმარი გაიტაცეს, ეს გაიტაცეს, ის გამოიტაცეს.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე