,,ქვეყანა ზიანდება იმით, რომ საქართველოში ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს და ის გარკვეულ ინსტრუმენტად გადაიქცა"- გია ვოლსკი
ქვეყანა ზიანდება იმით, რომ საქართველოში ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს, რომ ოპოზიცია გადაიქცა გარკვეულ ინსტრუმენტად და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო კარგი მარიონეტია, იმ შემთხვევაში, თუკი აფინანსებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ოპოზიციას არ გამოუვიდა გადატრიალება ძალისმიერი მეთოდებით, ახლა სტრატეგიული ამოცანების გადალაგება დაიწყეს.
„ქვეყანა ზიანდება იმით, რომ საქართველოში ნორმალური ოპოზიცია არ არსებობს, რომ ოპოზიცია გადაიქცა გარკვეულ ინსტრუმენტად და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო კარგი მარიონეტია, იმ შემთხვევაში, თუკი აფინანსებენ და როცა არ გამოუვიდათ გადატრიალება ძალისმიერი მეთოდით, ახლა დაიწყეს გადალაგება თავისი სტრატეგიული ამოცანების და ინსტრუქციაც მიიღეს.
გარკვეულწილად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახულია ორივე მიდგომა – ერთი, რომ არ აღიაროთ ეს ხელისუფლება და მეორე, თან მონაწილეობა მიიღეთ არჩევნებში. ეუბნებიან, რომ ორი გუნდი ხართ – ერთი უტევთ ერთი ფრთიდან სააკაშვილის გარემოცვა, და მეორე გუნდმა მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე