“ნახეს, რომ საქართველოში სისხლისღვრა ვერ მოხდა და „ლელომ“ რევოლუციის მანტიას პოლიტიკოსის მანტია არჩია” - ვოლსკი “ნაცმოძრაობაზე”
“არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ არცერთი არ არის ისეთი, რომელიც რომელიმე მხარის დახვეწილობას ან პოლიტიკურ სიბრძნეს გამოაჩენს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” დესტრუქციის გარდა ამომრჩევლისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს.
„საქართველოში ცეცხლის შემოტანა მათი მთავარი იდეაა, რაც უკვე გამოჩნდა. რასაკვირველია, მომხრე არ იქნებიან, რომ რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ევროპარლამენტის რეზოლუცია ორივეს ახალისებს, არჩევნები არ აღიარონ, რაც აბსურდია. ამასთანავე, მოუწოდებენ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ორივეს აქვს წახალისება, მთავარია, რომელი გაასწრებს და მარიონეტის როლს ვინ უფრო უკეთ შეასრულებს. ორი ფრონტიდან ხდება შეტევა. პარლამენტზე ხაზარაძემ უარი თქვა, რადგან ეგონა, რევოლუციური პროცესი გარდაუვალი იქნებოდა. „ნაცმოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებაზე უარი თქვა, რადგან ეგონა, რომ რევოლუცია და ნგრევა იქნებოდა. მათ არ უნდოდათ, რომ ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებებით ყოფილიყვნენ შებოჭილი, მაგრამ ნახეს, რომ საქართველოში სისხლის ღვრა ვერ მოხდა და „ლელომ“ რევოლუციის მანტიას პოლიტიკოსის მანტია არჩია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე