“მერობის კანდიდატი უნდა იყოს სახალხო, პროტესტის ხალხის, პარტიების შეთანხმებული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ჩვენ გრიალით გავიყვანთ” - მამუკა ხაზარაძე
ისევ პრეზიდენტთან უნდა შევიკრიბოთ, ისევ უნდა დაბრუნდეს ყველა კოალიცია და ეს არჩევნები გადავაქციოთ საერთო ეროვნულ სახალხო რეფერენდუმად, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთობა.
„12 წელია, ეს ადამიანები ვერ მოვიშორეთ, რატომ? რადგან შეცდომებს ვუშვებთ, ემოციას ვართ აყოლილი, არ მიმდინარეობს მსჯელობა, არგუმენტები, არ მიმდინარეობს დისციპლინირებული მუშაობა. ერთს ამბობენ და მეორე შემთხვევაში სხვა რაღაც კეთდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთობა. ისევ პრეზიდენტთან უნდა შევიკრიბოთ, ისევ უნდა დაბრუნდეს ყველა კოალიცია და ეს არჩევნები გადავაქციოთ საერთო ეროვნულ სახალხო რეფერენდუმად. უნდა ჩავიდეთ და უნდა ვთქვათ, რომ საკრებულოსთვის კი არ ვიბრძვით, არამედ დიდი ფუნდამენტის ასაშენებლად, ქართული და ევროპული ფუნდამენტის ასაშენებლად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კითხვაზე, „თუ გახვალთ არჩევნებზე, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, თქვენ იქნებით?“, ხაზარაძემ აღნიშნა:
„ეს უნდა იყოს სახალხო, პროტესტის ხალხის, პარტიების შეთანხმებული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ჩვენ გრიალით გავიყვანთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე