“ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია” - ირაკლი ზარქუა
ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა. ერთი ინვესტიცია ვერ შემოვატანინეთ წლებია. მესამე წელია, ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელსაც, მათ შორის, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. უკვე მესამე წელია, 9,9%-მდე გვაქვს ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა წლის დასაწყისში თქვეს, რომ 5%-მდე იქნებაო და ახლა გაზარდეს 9%-მდე გვაქვს მიმდინარე წლიური ეკონომიკური ზრდა. ყველა ინდექსით ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს. ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის კორუფციის ინდექსი. ყველა მაჩვენებლით ვასწრებთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებს. ასე, რომ არავის დავაჩაგვრინებთ თავს“, – აღნიშნა ზარქუამ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს