“პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანებს, ისე კი არა ახალაია „მოდულის“ სარდაფში, რომ ტყავს აძრობდა – იბარებენ, რომ შეკითხვა დაუსვან რა ხდებოდა მაშინ, სად არის აქ ზეწოლა?” - დაჩი ცაგურია საგამოძიებო კომისიაზე
რუსეთში მიგვაქანებენო. რუსეთი კი არა, ჩრდილოეთ კორეას შეშურდება რა მდგომარეობა გვქონდა ქვეყანაში. ტელეფონებს, რომ შლიდა ხალხი და ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა. კადრები, რომ არის „კასრებში“ ამოღებული, საიდან მოვიდა ისინი? მე გადავიღე? მაგ ჭაობის პირმშო არ არის მეგის ქარდავა? კოხტა კოდუები და „კასტრილიანი“ ხალხი, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს.
„ძალიან დაგვიანებულია მაგრამ „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“. პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანს, ისე კი არა ახალაია „მოდულის“ სარდაფში, რომ ტყავს აძრობდა ადამიანებს და თავპირს მტვრევა და მერე ქონებას აფორმებინებდნენ ადამიანებს. ღამე, რომ იღვიძებდა ხალხი და „ნიფხვით“ გარბოდნენ „მოდულის“ შენობაში და ჩუქნიდნენ ქონებებს, ისე კი არა, პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანებს, რომ შეკითხვა დაუსვან რა ხდებოდა მაშინ. სად არის აქ ზეწოლა? როგორ შეიძლება პირდაპირ ეთერში ზეწოლა ხდებოდეს? არ არის საინტერესო, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არსებობდა“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა