“ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, თაქთაქიშვილი... სანამ დავიბარებთ, თავად მობრძანდნენ” - წულუკიანი კომისიაზე
გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, სიმონ ჯანაშია - სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჩამოთვალა რამდენიმე ადამიანი, ვისზეც „მოკვლევაა საჭირო“ და „სანამ დაიბარებენ“, მათ კომისიაში ნებაყოფლობით სტუმრობისკენ მოუწოდა.
„იმ გვარებს და სახელებს, ვინც ჩამოვთვალე, სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ თავად მობრძანდნენ. მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე ჩვენ მათ მოვუსმენთ, თუ უკვე ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან არ არის გაქცეული“, - განაცხადა წულუკიანმა.
„ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, 4 ივნისს, კომისიის მორიგი სხდომის დასასრულს.
მან ასევე განაცხადა: „ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს ვინც, აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება“.
„მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა“, - თქვა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე