“ჩვენი საზოგადოების დიდ უმრავლესობას, როგორც ჩანს, სურს, იხილოს მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტიები, დემოკრატიული ძალები არჩევნებზე” - გრიგოლ გეგელია
არც კი მოველოდი ამხელა მარჟით უპირატესობას ამ პოზიციისა, ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდ უმრავლესობას, როგორც ჩანს, სურს, იხილოს მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტიები, დემოკრატიული ძალები არჩევნებზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ვისაც მსჯელობასთან პრობლემა აქვს, პოლიტიკაში არ უნდა იყოს.
„ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მივა და დაუჭერს მხარს ოპოზიციას, ოპოზიციურ სპექტრს, დემოკრატიულ ძალებს, დიახ, არის სამ-ნახევარჯერ, ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე ხალხი, რომელიც ამბობს, რომ არ მივა. შესაბამისად, ამ კვლევით ვიხელმძღვანელებთ. როდესაც ეს კვლევა გაკეთდა და ვნახეთ, რასაკვირველია, გავაცანით საზოგადოებას, მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები და გავაცანით მათ, ხომ არ ვიმსჯელოთ ამის საფუძველზე მათ შორის, რადგან ეს ინფორმაცია არსებობს. ამას ვერ წაშლი, აქ არის. ის ხალხი, რომელიც ჩვენ გვერდით ცხოვრობს, ასე ფიქრობს და, შესაბამისად, ჩვენ გვმართებს მსჯელობა. მსჯელობასთან ვისაც პრობლემა აქვს, მე მგონი, პოლიტიკაში არ უნდა იყოს, უკაცრავად. პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში არის მსჯელობის, დელიბერაციის დარგი“, – განაცხადა გეგელიამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა