ამ გვერდის ამობედვა

“შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვედეთის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი დონორის მხრიდან საქართველოს ე.წ. მთავრობას შეუწყდა ყველანაირი დახმარება” - ზურაბიშვილი

"მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მე მივიღე პერსონალურად. ის გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის დღეს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა კუთხით. წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და ეს არ შეესაბამება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ.
 
პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოს (SIDA), ერთ-ერთი მთავარი დონორის, მხრიდან ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობას, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული გზის მხარდამჭერი. დარჩეს, როგორც დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით აკვირდებიან დღევანდელ კანონმდებლობას, რათა იცოდნენ, როგორ გააგრძელონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა" - სალომე ზურაბიშვილი.
წაკითხვა 363 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2025