“ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის” - ირაკლი ზარქუა „ფარას“ ანალოგზე
,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ, „ფარას“ ანალოგზე ისაუბრა.
როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა, აღნიშნული კანონის შესვლაზე ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკა იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში რევოლუციის მოწყობა და „აგენტურის დასმა“ დღის წესრიგიდან კვლავ არ არის მოხსნილი.
„ჩვენ ამას ხელს ვუშლით მთელი რიგი მექანიზმებით. პირველი – ხალხს ვუთხარით სიმართლე, რა და როგორ იყო, ხალხი გვენდო და გვერდში დაგვიდგა. მეორე ხაზი – იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, რასაც ამათ „რუსული კანონი“ დაარქვეს. ამ კანონზე გაცილებით უფრო მკაცრი კანონი მიიღო ჩვენს შემდეგ საფრანგეთმა, ასევე, ინგლისმა გამოაცხადა, რომ კანონი უნდა მივიღოთო. თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაინიცირებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ უფრო მონიტორინგის ქვეშ იყვნენ, რას და როგორ აფინანსებენ. ამ დროს ჩვენს ქვეყანას ამუნათებდნენ, რომ ქართულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა იმ ფონდების და დაფინანსებების ღიაობა და ამაზე ჯვარს გვაცვეს.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გვანახა, თუ რა სიგიჟეები ფინანსდებოდა, შოკისმომგვრელი ინფორმაცია მივიღეთ, დღის წესრიგში დადგა, რომ ის ამერიკული კანონი, რომელიც მოქმედებს უკვე ათეული წლებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირდაპირ გადმოგვეღო ქართულ სინამდვილეში და სწორედ ეს გავაკეთეთ.
ახლა აქაური ხელმოცარული „ენჯეოშნიკები“ გვამუნათებენ, რომ ეს მარწუხებში აქცევს, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არისო. თუ რამე პრეტენზია აქვთ, მობრძანდნენ და ერთად მივიდეთ ამერიკის საელჩოსთან და ელჩს ვკითხოთ, რაშია საქმე – ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის. ასე ვერ მოხდება, ასე არ გაგიტარებთ, გამორიცხულია. კანონი ამოქმედებულია, ყველას მოუწევს რეგისტრაციის გავლა, ვისაც დასამალი არაფერი აქვს. ასეულობით ორგანიზაცია დარეგისტრირდა და დღემდე მუშაობენ. ვინმემ მათ ხელი შეუშალა? – არა. ხოლო მას, ვინც მავნებლობს, ჩვენს წინააღმდეგ გაილაშქრებს, პასუხისგება მოუწევს“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა