“ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს მან უნდა გააგრძელოს განვითარება” - შალვა პაპუაშვილი
“30 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ. თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, ასევე სამართლებრივი საკითხების მოსაწესრიგებლად,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლარის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს. მან უნდა გააგრძელოს განვითარება.
“დღეს ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას და წარმოადგენს მართლაც საამაყო მემკვიდრეობას, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად, სრულად გამოხატავს ჩვენი ერის ღირსებას, ისტორიას და იდეოლოგიას. ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს. მან უნდა გააგრძელოს განვითარება, დიზაინის განახლება, ახალ საჭიროებებზე მორგება, საიუბილეო კუპიურებისა თუ მონეტების გამოშვება. ქართული ლარის მეთვალყურე და მასზე მზრუნველია ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულ და პასუხისმგებლობიან მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, ჩვენი საბანკო სექტორი მრავალი წელია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. ის აგრძელებს სანდოობის განმტკიცებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ქვეყანა ახალი შესაძლებლობებისკენ მიჰყავს. ყველას გილოცავთ ქართული ლარის 30 წლის იუბილეს. მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ეროვნული ფულის ყოველი მომდევნო იუბილე მეტი და მეტი სიხარულის და სიამაყის მომტანი ყოფილიყოს!” – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა