“ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე” - ირაკლი კობახიძე
ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელი მოვლენები ხდება.
„დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას ვხედავთ: ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ! აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას განსაზღვროს საკუთარი განვითარება; ტოლერანტობას ამოფარებული, ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე