“ძალიან მალე იქნება საქართველო ერთიანი, ძლიერი და ყველასთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა” - მიხეილ ყაველაშვილი
,,ვიმედოვნებდი, რომ ის ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, დააკვირდნენ, რომ არ ჰქონდეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავისუფლების მოედანზე, 26 მაისის საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ძალიან მალე ყველასთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა იქნება.
„ძალიან მალე იქნება საქართველო ერთიანი, ძლიერი და ყველასთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩემს სიტყვაში აღვნიშნე, რომ ხელისუფლების და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის შეგნება და გონიერი დამოკიდებულება არსებულ რეალობასთან არის ის, რომ ვგრძნობთ ჩვენს სუვერენიტეტს ეროვნულ ინტერესს და სწორედ აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ვიმედოვნებდი, რომ ის ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, დააკვირდნენ, არ ჰქონდეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ყველაზე მეტად გული მტკივა ახალგაზრდებზე, მოზარდებზე. ხომ ვნახეთ კამპანიები, როდესაც სკოლის მოსწავლეებიც კი გამოიყენეს აქციებისთვის. მე როგორც ყველას პრეზიდენტი, ვისურვებდი, რომ მათი შეგნება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს