“სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის” – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ლიეტუვის ელჩი, მისივე თქმით, სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოფისში, სადაც, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, გამაგრებული იყო ნიკა მელია, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დღიდან გავა 3 წელი და სტრასბურგი იტყვის, რომ წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის ელჩი ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი.
24.05.2025 – ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გმობს ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმედი მაქვს, რომ ჯაფარიძეც სტრასბურგს მიმართავს, იმიტომ, რომ გავა ისევ 3 წელი და სტრასბურგი აუცილებლად იტყვის, რომ პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი.
ერთია ოღონდ, ისევე – როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის”, – წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს