“ე.წ. ოპოზიცია იმაზეც ვერ თანხმდება, გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და ესენი კოალიციურ მთავრობას შექმნიან და 11 მინისტრს აირჩევენ?” - გურამ მაჭარაშვილი
„ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რადიკალური ოპოზიციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციას ერთობლივად მუშაობის რესურსი არ აქვს.
„ე.წ. ოპოზიციას ნულოვანი რესურსი აქვს. ვერ თანხმდებიან ვერცერთ საკითხზე. იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით [ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს] თუ გირაო ექნებოდა, უნდა გადაეხადათ თუ არა ეს თანხა. ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება? ეს ხალხი შეთანხმდება 11 მინისტრზე? ამიტომ, ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, რომ მათი მიზანი არა ქვეყნის მართვაა, არამედ, მათი მიზანია უცხოელ პატრონებს დაუჯერონ და რასაც ისინი აკეთებინებენ უკრაინის ხელისუფლებას, იგივე გააკეთებინონ აქაც.
რომ ამბობენ, ჯამში ამდენი და ამდენი ხმა აიღო ოპოზიციამო, ახლა იმის ნახევარიც აღარ ექნებათ, რადგან მათ თავიანთი ამომრჩეველი „გადააგდეს”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე