“გიგა ბოკერია დღემდე არის ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე” - მაია ორჯონიკიძე
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან ვამბობ და ხელს ვაწერ იმაზე, რასაც ვამბობ: გიგა ბოკერია იყო და დღემდე არის რუსი ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, სწორედ გიგა ბოკერიამ გაყო შუაზე “ნაციონალური მოძრაობა” 2016 წელს და მანვე გახადა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბულინგი ტრენდული.
“2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან ვამბობ და ხელს ვაწერ იმაზე, რასაც ვამბობ: გიგა ბოკერია იყო და დღემდე არის რუსი ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე. ადამიანი, რომელსაც მართლა გააჩნდა ინტელექტუალური ბაგაჟი და ამით კიდევ უფრო საშიში გახდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, უნაკლოდ ასრულებდა რეჟიმის მთავარ მითითებებს-გადამწყვეტ 2016 წელს სწორედ მან გაყო შუაზე ენმ, იმ დროს ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია. სწორედ მან გახადა ოპოზიციაში ტრენდული პირადად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბულინგი, რასაც შემდეგ სხვებიც აჰყვნენ, რაც პირდაპირ სუსის ნარატივში ჯდებოდა. გიგა ბოკერია, რომელიც მიშას შემდეგ გავლენით ფაქტობრივად მეორე ადამიანი იყო წინა ხელისუფლების დროს-ერთადერთია იმდროინდელი უმაღლესი ეშელონიდან, ვინც არათუ დაკავებული, დაკითხულიც კი არასოდეს ყოფილა რუსული რეჟიმის მიერ. ამ დონის ჩანერგილი ბიძინას სხვა არავინ ჰყოლია და ვინც ამას ვერ ხვდება, უბრალოდ გონება სუსტია. კარგია, რომ იღვიძებს ხალხი ნელ-ნელა. ყველაფერს ვერ ვამბობ, რომ სხვა ადამიანები არ დავაზიანო სანამ რუსული რეჟიმია ამ ქვეყანაში, მაგრამ მაქვს იმის ფაქტობრივი დადასტურება რაც ახლა დავწერე. მოვა დრო და ამას საჯაროდ ვიტყვი.” – წერს მაია ორჯონიკიძე.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი