„რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს” – ვოლსკი
“მე არ ვთვლი, რომ ლიეტუვის გადაწყვეტილება პრინციპულ მოსაზრებაზეა დაფუძნებული, რომელიც არჩევნებს, ადამიანის უფლებების დაცვას ან სხვა ნებისმიერ საკითხს ეხება – ვფიქრობ, ეს ორმაგი თამაში მნიშვნელოვნად არის განპირობებული გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ჩამოყალიბდა ხელისუფლების შესაცვლელად”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს.
"ვფიქრობ, ეს ორმაგი თამაში მნიშვნელოვნად არის განპირობებული გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ჩამოყალიბდა ხელისუფლების შესაცვლელად. მათი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლაც და ახალგაზრდებისადმი სისხლის ღვრისკენ მოწოდებაც სწორედ ამით იყო განპირობებული. ერთი მხრივ, გასაგებია, თუმცა მეორე მხრივ, მისი უსამართლობა და მისი ბნელი, კონსპირაციული მხარეც უნდა აღინიშნოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ლიეტუვამ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმი გაუუქმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს