"იმედგაცრუებული მაშინ ვარ ხოლმე, როდესაც ვიღაცისგან რაღაცას ველოდები და ქალბატონი სალომესგან დიდად არაფერს არ ველოდებოდი"- თაკო ჩარკვიანი
იმედგაცრუებული ვარ ხოლმე მაშინ, როდესაც ვიღაცისგან რაღაცას ველოდები და ქალბატონი სალომესგან არ ველოდებოდი დიდად არაფერს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ბევრი არასწორი სტრატეგიით მოქმედებდა.
„უბრალოდ, არ ვუშლიდი ხელს ერთობას, არასოდეს. სიტყვა „ერთობა“ რომ სადღაც გაჟღერდება, მე მზად ვარ, აბსოლუტურად რიგითი ვიყო და ვფიქრობ, ამას ვამტკიცებ საქციელით. თუ ეს სჭირდება ქვეყანას, იმწამსვე შემიძლია, სრულიად რიგითი მებრძოლი ვიყო და არავითარი პრეტენზიები არ მაქვს, რომ სამომავლოდ მე ეს მინდა, გავაკეთო. მოუგებელ ბრძოლაში ზოგმა პრემიერად წარმოიდგინა თავი. არ ვჭორაობ, მათ განცხადებებს ვეყრდნობი. მაგალითად, ხაზარაძე გამოვიდა, მახსოვს, და თქვა, ამირჩიეთ პრემიერად და აგაყვავებთო. ხომ იყო ასეთი განცხადებები, ხომ?! მე ეს არ მესმის, ვერ ვიგებ. მე ვიგებ ბრძოლას, მესმის. ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ ნიშნავს უპატივცემულობას, სრულიად არ ნიშნავს. მას რაღაც თავისი მოსაზრებები აქვს და ნიშა აქვს, შეიძლება, არ ვიცი. არ მინდა, მხოლოდ ქალბატონ სალომეზე ვისაუბრო, მაგრამ, ობიექტურად, ბევრი არასწორი სტრატეგიით მოქმედებდა, ჩემი აზრით“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს