"ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული გარკვეული ჯგუფების მხრიდან"- ირაკლი ზარქუა მასზე თავდასხმაზე
„ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც არა სპონტანური, არამედ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო გარკვეული ჯგუფების მხრიდან,“ – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ხალხი მეცოდება იმიტომ, რომ გამოყენებულნი არიან. გარკვეულ ჯგუფები, ვინც აფინანსებენ ამათ და ჩაუნერგეს ეს სიგიჟეები, ამას აკეთებინებენ. ასეთ ცუდ დღეში აგდებენ ამ ახალგაზრდებს და იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც არა სპონტანური, არამედ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო გარკვეული ჯგუფების მხრიდან. აი, ასეთებს რომ არ დარჩეთ ქვეყანა, ამიტომაც მეტი კონსოლიდაცია გვჭირდება და ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მარიამ სიჭინავამ და გერმანული ფონდის ბენეფიციარმა, კერენ ესებუამ ზუგდიდში, ირაკლი ზარქუას სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენეს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე