ამ გვერდის ამობედვა

ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა. რწმუნებულები შეიცვალნენ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

  • მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე ალექსანდრე ზაგაშვილმა შეცვალა;
  • შიდა ქართლში - ლევან ხარაბაძე სიმონ გულედანმა;
  • სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი ზაალ გელაშვილმა;
  • გურიაში - გიორგი ურუშაძე გიორგი ღურჯუმელიძემ;
  • ქვემო ქართლში - გიორგი დოხტურიშვილი ლევან ხარაბაძემ.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს“, - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს, 6 მაისს, გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყო. „ქართული ოცნების“ მთავრობაში რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახა გულედანი იკავებს.

წაკითხვა 140 ჯერ

სიახლეები