,, უკრაინის მაიდნის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები"- უჩა ნანუაშვილი
რუსმა ,,პრანკერებმა” ყოფილ სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.
გადაცემა „ანტი-ფეიკის” ფარგლებში, მათ უჩა ნანუაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაურეკეს და კითხვები დაუსვეს, რათა საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზებში გარკვეულიყვნენ.
როგორც საუბრისას ნანუაშვილმა აღნიშნა, დადებითი სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ დემონსტრაციები გაგრძელდება.
,,საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს ამ წლის აპრილამდე, მაგრამ მათ უარი თქვეს. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პროტესტს. ზამთრის პერიოდში პრობლემები გვქონდა და დიდი დემონსტრაციებისთვის ვემზადებით, მაგრამ ასევე საჭიროა ამ დემონსტრაციებისა და პროტესტის გაგრძელება რაც შეიძლება ბევრ ქალაქსა და სოფელში, ასევე ვემზადებით გაფიცვების ჩასატარებლად”, – განმარტა ნანუაშვილმა.
ამასთან, ყოფილმა ომბუდსმენმა უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ დაეხმარა USAID-ი ან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოპოზიციას.
,,ისინი საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა. დიახ, ამ მხარდაჭერას განსაკუთრებით აშშ-ისგან ვიღებდით. ევროკავშირიც გვიჭერდა მხარს. ამიტომ მეტი კონტაქტი და თანამშრომლობა გვაქვს, უფრო აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რადგან თვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსაც და საელჩოსაც არაფრის თქმა არ შეუძლიათ. მაგრამ ზოგადად, საქართველოში საკმაოდ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ამიტომ ყველა შესაძლო სცენარს ველით. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის მაიდნის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები”, – აღნიშნა ნანუაშვილმა რუს “პრანკერებთან” საუბრისას.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა