"საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ამ მოგონილი თემების უკან ბოროტი გეგმა და სტრატეგიაა“.
„დიდ ბრიტანეთში დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება. აქეთ ზურაბ ადეიშვილია, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა და გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, რათა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გონება აურიონ. ამის უკან ბოროტი გეგმა და სტრატეგიაა, რაც საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, რომელიც მათი მორჩილი იქნება. ზოგადად, ჩვენს ოპოზიციას მარიონეტიზმი სჭირს. ეს არის დაავადება, რომელიც განუკურნებელია. საქართველოს მიმართ ეს რეალობაა, მაგრამ მაინც წინ ვართ და ეკონომიკური ზრდა არ შემცირებულა. სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს. კეზერაშვილი და ადეიშვილი თავიდან ბოლომდე სისხლში იყვნენ გასვრილები. მათ არათუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვეს. კეზერაშვილი მულტიმილიონერი ასე გახდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია
- "პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა" - შსს
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს