ირაკლი ოქრუაშვილს 20-ათასიანი გირაო შეუფარდეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს
„ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქმეზე, რომელიც აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე - „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ - მუხლით.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს