ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.
მან თბილისის პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, უკვე პროკურატურას მისი არ მისვლის შესახებ გადასცეს ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.
აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სიახლეები
- გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება
- “რა კონსპირაციული გეგმით განხორციელდა ომის, შემოჭრისა და ოკუპაციის ორგანიზება, ჯერ კიდევ კვლევის საგანია” - გიორგი ვოლსკი
- არაქისის კარაქი
- “რუსები შეეცდებიან ამერიკა მოატყუონ, რასაც არ დავუშვებთ” - ზელენსკი
- თურქეთში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები